არ აგარევინებთ – ნოდარ ტურძელაძე
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ნოდარ ტურძელაძე, For.ge-ის მიერ გავრცელებულ ჩანაწერებს აფასებს, სადაც რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები და აქტივისტები სხვადასხვა ადამიანებს შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენიებენ და აქციების ძალადობრივ განვითარებაზე საუბრობენ.
დეპუტატის განცხადებით, რადიკალურ ოპოზიციას არაფერი გამოუვა, ვინაიდან ქართული საზოგადოება იმაზე გაცილებით ჭკვიანია, ვიდრე მათ ჰგონიათ.
“როგორც არ უნდა ცდილობდეთ ხალხის შეცდომაში შეყვანას, არაფერი გამოგივათ – ჩვენი საზოგადოება იმაზე ბევრად ჭკვიანია, ვიდრე თქვენ გგონიათ! არ აგარევინებთ!” – წერს ნოდარ ტურძელაძე სოციალურ ქსელში.
Next: ბრძოლა გააჩაღებინეს მამებთან შვილებს და რის გამო? რომელი იდეის ირგვლივ აერთიანებენ ჩვენს მომავალ თაობას? სამშობლოს სიყვარულის ნაცვლად, სიძულვილს ასწავლიან!
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.