არხოტში დოღის ცხენი მოზარდს დაეჯახა

არხოტში, დოღის ცხენი მოზარდს დაეჯახა. დაშავებული ბავშვი სამაშველო ვერტმფრენით თბილისში გადმოიყვანეს და მას შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა.
"არხოტში მომხდარ სამწუხარო შემთხვევასთან დაკავშირებით, ინფორმაციის მიწოდებისთანავე, პირადად მათი ჩართულობის შედეგად, ყველა შესაბამისმა დანაყოფმა ოპერატიულად განახორციელა სათანადო ღონისძიებები," - ამის შესახებ ინფორმაციას მცხეთა-მთიანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული, დავით ნოზაძე ავრცელებს.
მისივე ინფორმაციით, მოზარდი არხოტიდან თბილისშია გადმოყვანილი სამედიცინო კვლევებისთვის.
არსებული ინფორმაციით, 11 წლის მოზარდს არხოტში დოღის ცხენი დაეჯახა. მოზარდი არხოტიდან თბილისში ვერტმფრენით გადმოიყვანეს.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 სექტემბერი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.