არც რჩებოდა წითელი ხაზი, რომელიც სალომე ზურაბიშვილმა არ გადაკვეთა, მაგრამ ამის იქით აღარაფერი არსებობს – ევროკავშირის ელჩზე შეტევა მხოლოდ იმიტომ, რომ ცდილობს ურთიერთობები დაალაგოს

არც რჩებოდა წითელი ხაზი, რომელიც სალომე ზურაბიშვილმა არ გადაკვეთა, მაგრამ ამის იქით აღარაფერი არსებობს – ევროკავშირის ელჩზე შეტევა მხოლოდ იმიტომ, რომ ცდილობს ურთიერთობები დაალაგოს
არც რჩებოდა წითელი ხაზი, რომელიც მან არ გადაკვეთა, მაგრამ ვფიქრობ, ეს უკვე უკანასკნელი წითელი ხაზია. ამის იქით აღარაფერი არსებობს – [ევროკავშირის] ელჩზე შეტევა მხოლოდ იმიტომ, რომ ცდილობს მეტ ნაკლებად ურთიერთობები დაალაგოს, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ, რითაც გამოეხმაურა იმას, რომ ევროკავშირის ელჩის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრა ევროპარლამენტარების შემდეგ სალომე ზურაბიშვილმა გააპროტესტა.
„მსოფლიოში მიმდინარე დაპირისპირების რაღაც პატარა სეგმენტი არსებობს საქართველოში, ჩვენთვის ძალიან მწვავე. ამ სეგმენტში სალომე ზურაბიშვილს უნდა, რომ დაიკავოს ლიდერის პოზიცია. არც რჩებოდა წითელი ხაზი, რომელიც მან არ გადაკვეთა, მაგრამ ვფიქრობ, ეს უკვე უკანასკნელი წითელი ხაზია. ამის იქით აღარაფერი არსებობს – [ევროკავშირის] ელჩზე შეტევა მხოლოდ იმიტომ, რომ ცდილობს მეტ ნაკლებად ურთიერთობები დაალაგოს და მოაწესრიგოს. მსოფლიოა გახვეული ამ დაპირისპირების ალში და სალომე ზურაბიშვილს უნდა წინ რადიკალური ბაირაღით გაუძღვეს რადიკალურ ოპოზიციას“, – აღნიშნა ვოლსკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

ბექა ძამაშვილი: „23-25 ივნისს თბილისი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოექცევა. ყველა ის ადამიანი, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით საჯარო სერვისების ადმინისტრირებაზე მუშაობს, საჯარო სერვისების გაერო-ს ფორუმზე მოიყრის თავს“