“არც ის ვიცი ვინმემ თავის თავი იცემა თუ…” – იუსტიციის მინისტრი
იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე, გუშინ საღამოს, თბილისში, რუსული კანონის მოწინააღმდეგეთა წინააღმდეგ ჩატარებულ ძალადობრივ თავდასხმებს ეხმაურება და ამბობს, რომ ეს ადამიანები ხელისუფლების მომხრეებს არ უცემიათ და ჟურნალისტის კითხვას, ამ ადამიანებმა თავისი თავი იცემეს, ამას ამბობთ? – ასე პასუხობს:
ასე ხელაღებით რატომ ამტკიცებთ ვინმე იმას, რომ გალახა ხელისუფლების მომხრემ თუ სხვამ, რაზე ამბობთ ასე ხელაღებით. არც ის ვიცი ვინმემ თავის თავი იცემა თუ ვინმე სხვამ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. თუ კი ვინმეს შეიძლება აწყობდეს მსგავსი ტიპის არეულობა, ეს რა თქმა უნდა, არის ის ადამიანები, ვინც დგანან ამ მიტინგების უკან და ვისაც აწყობს ქვეყანაში მძლავრი საპროტესტო მუხტის შექმნა”.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.