არც თავის დაზღვევაა და არც არაფერში ჯდება, როდესაც ლაპარაკობ მშვიდობიან დამხობაზე, მშვიდობიან მეკვლელობაზე, ხალხის მშვიდობიან ამოხოცვაზე და ეს სიტყვა ამ კონტექსტს არ აზღვევს

არც თავის დაზღვევაა და არც არაფერში ჯდება, როდესაც ლაპარაკობ მშვიდობიან დამხობაზე, მშვიდობიან მეკვლელობაზე, ხალხის მშვიდობიან ამოხოცვაზე და ეს სიტყვა ამ კონტექსტს არ აზღვევს
არც თავის დაზღვევაა და არც არაფერში ჯდება, როდესაც ლაპარაკობ მშვიდობიან დამხობაზე, მშვიდობიან მეკვლელობაზე, ხალხის მშვიდობიან ამოხოცვაზე და ეს სიტყვა ამ კონტექსტს არ აზღვევს, – განაცხადა აპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ, რომელმაც უპასუხა შეკითხვას ოპოზიციის სამომავლო გეგმების შესახებ.
მისი განცხადებით, “მშვიდობიანი დამხობა” ისეთივე ურთიერთგამომრიცხავი სიტყვებია, როგორც “მშვიდობიანი მკვლელობა” ან “ადამიანების მშვიდობიანი დახოცვა”, შესაბამისად, ოპოზიციის მცდელობა, რომ თავი დაიზღვიონ, უშედეგოა.
“რამხელა შიში აქვთ და რა სიმხდალეა ჩადებული იმაში, რომ სიტყვა დამხობასთან ერთად ამბობენ მშვიდობიანს. ან დამხობის მნიშვნელობა არ იციან და ინტელექტი არ ჰყოფნით, ან რაღაც სულელურ დაზღვევასთან გვაქვს საქმე.
“მშვიდობიანი მკვლელობა” – შეიძლება ასე ვილაპარაკოთ? სიტყვა “დამხობა” თავისი არსით, შეიცავს ისეთ შინაარსს, რომ მშვიდობიანი დამხობა არ არსებობს. თუ დამხობას ამბობს, იმის თავი უნდა ჰქონდეს, რომ მშვიდობიანი არ დააყოლოს და თუ დამხობა უნდა, დაამხოს და გაეცემა შესაბამისი პასუხი. თუ ვერ ამხობს, მშვიდობიანს ნუ ამატებს. “ადამიანების მშვიდობიანი დახოცვა” – შეძლება ასეთი რაღაც ილაპარაკო? ასეთ სისულელეს ამბობენ, ამიტომ, ვითომ აზღვევენ, იმიტომ რომ, დამხობისკენ მოწოდება სისხლის სამართლის დანაშაულია და ამ სისულელე კონტექსტს თუ შექმნიან, ამით დაიზღვევენ თავს. არც თავის დაზღვევაა და არც არაფერში ჯდება, როდესაც ლაპარაკობ მშვიდობიან დამხობაზე, მშვიდობიან მკვლელობაზე, ხალხის მშვიდობიან ამოხოცვაზე და ეს სიტყვა ამ კონტექსტს არ აზღვევს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ეკა სეფაშვილი 26 მაისის აღნიშვნისას რელიგიური თემატიკის გამოყენებაზე: ჩვენ ძალიან დიდ პატივს ვცემთ ეკლესიას, ეს არის ჩვენი მორალური ღირებულებების შენარჩუნების და გადარჩენის ძალიან მნიშვნელოვანი ინსტიტუცია და ამის ხაზგასმა გადაჭარბებული ნამდვილად არ არის

დონალდ ტრამპი მიხეილ ყაველაშვილს: „ეს წელი ახალ შესაძლებლობებს იძლევა ამერიკელ და ქართველ ხალხს შორის მეგობრული კავშირების განსაახლებლად და ჩვენი ქვეყნების უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის ხელშეწყობისთვის“