არც ვმღეროდი – კაბუ ამბობს, რომ ახალციხეში არ იმღერებს

მომღერალი კახა აბუაშვილი, იგივე კაბუ ახალციხის საახალწლო კონცერტზე აღარ იმღერებს.

ტაბულას კაბუმ უთხრა, რომ ახალციხეში დაგეგმილ კონცერტზე “არც მღეროდა”. აღსანიშნავია, რომ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოქვეყნებულ საახალწლო ღონისძიების შემსრულებელთა სიაში კაბუ კვლავ წერია.

ახალი წლის აღსანიშნავი კონცერტები საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში ჩატარდება. Სადღესასწაულო ღონისძიებები მთელი ქვეყნის მასშტაბით 23 დეკემბრიდან 13 იანვრის ჩათვლით გაიმართება.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკოლოზ რაჭველი: იმდენად მივეჩვიე და საკუთარ თავზეც იმდენჯერ გამოვცადე, რომ თავიდან საერთოდ ვერ აღვიქვი განსაკუთრებულ მოვლენად, მაგრამ თამრიკოს (დედის) ვიდეო მიმართვამ ძალიან დამთრგუნა…

“როცა სოხუმი უკანასკნელ დღეებს, საათებს და მებრძოლებს ითვლიდა, სენაკის სამხედრო აეროპორტში პრეზიდენტი გამსახურდია ჩამოფრინდა. მისი გამოჩენა იმდენად მოულოდნელი და შოკის მომგვრელი იყო, რომ კარგა ხანს მანქანაც ვერ მონახეს, რომ ზუგდიდში ჩამოეყვანათ”