არქივი13 ივნისი, 2024, 14:11
არჩილ ხოფერიას თქმით, მამუკა მამულაშვილი ოკუპანტებმა მოწამლეს
უკრაინაში მებრძოლი ქართველის, არჩილ ხოფერიას თქმით, ქართული ლეგიონის მეთაური, მამუკა მამულაშვილი ოკუპანტებმა მოწამლეს. ინფორმაციას ხოფერია Facebook-ზე ვიდეომიმართვით ავრცელებს.
"ახლა შეიძლება ამის თქმა, როდესაც ჩაიარა მძიმე დრომ და მძიმე წუთებმა. ლეგიონის მეთაური, ჩვენი მეთაური, მამუკა მამულაშვილი მოწამლული იქნა მტრების მიერ. იგი ცოცხალია, განაგრძობს ბრძოლას, ლეგიონიც განაგრძობს ბრძოლას" – ამბობს ხოფერია.
არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.