ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

არჩილ თალაკვაძე „ნაციონალურ მოძრაობაზე“ - თუ მართლა ჰყავთ ამდენი მხარდამჭერი, შეუძლიათ კამპანია ცოტა გადაწიონ და ხალხს მისცენ საარჩევნო დაპირება, რომ გამარჯვების შემთხვევაში, მიხეილ სააკაშვილს შეიწყალებენ

თუ მართლა ჰყავთ ამდენი მხარდამჭერი, შეუძლიათ კამპანია ცოტა გადაწიონ და ხალხს მისცენ საარჩევნო დაპირება, რომ გამარჯვების შემთხვევაში, შეიწყალებენ მიხეილ სააკაშვილს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, არჩილ თალაკვაძემ საქართველოს მესამე პრეზიდენტის შეწყალების მოთხოვნით "ნაციონალური მოძრაობის" ხელმოწერების კამპანიაზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, მსგავსი გზებით, საქართველოში მართლმსაჯულებას გვერდს ვერავინ აუვლის.
„ესეც, რა თქმა უნდა, არის არჩევნებისთვის გვერდის ავლის მცდელობა. ეს არის მართლმსაჯულებისგან გაქცევის მცდელობა. ეს არის ისევ და ისევ იმ საზოგადოების გამოყენების მცდელობა, რომელმაც უკვე მიიღო გადაწყვეტილება და სააკაშვილი მის პოლიტიკურ გუნდთან ერთად, გაუშვა ხელისუფლებიდან. ამიტომ, თუ მართლა ჰყავთ ამდენი მხარდამჭერი, თუ მართლა აქვთ ამდენი ხელმოწერა, შეუძლიათ კამპანია ცოტა გადაწიონ და ხალხს მისცენ საარჩევნო დაპირება, რომ გამარჯვების შემთხვევაში, შეიწყალებენ მიხეილ სააკაშვილს. ეს შეუძლიათ გააკეთონ, იმიტომ რომ ამ გზებით მართლმსაჯულებას საქართველოში ვერ აუვლის გვერდს ვერავინ, მით უმეტეს "ნაციონალურ მოძრაობას" არ მივცემთ საშუალებას, რომ ქვეყანაში ინსტიტუტებზე მოახდინონ არასწორი და კანონით დაუშვებელი ზეგავლენა“, - განაცხადა თალაკვაძემ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.