არჩილ თალაკვაძე „ლელოს“ ინიციატივაზე პენსიების 1000 ლარამდე ზრდასთან დაკავშირებით - ეს არის წმინდა წყლის პოპულიზმი, რაც აზიანებს ჯანსაღ პოლიტიკურ პროცესს - არარეალური დაპირებაა
პარლამენტის ვიცე-სპიკერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, პენსიების 1000 ლარამდე ზრდასთან დაკავშირებით პარტია „ლელოს“ დაპირება წმინდა წყლის პოპულიზმი და რეალობას მოწყვეტილია.
მისივე თქმით, რა ვადებშიც „ლელო“ მოქალაქეებს პენსიის 1000 ლარამდე გაზრდას ჰპირდება, მათემატიკურ ლოგიკას მოკლებულია.
როგორც თალაკვაძე აღნიშნავს, პენსია ინდექსირებულია და მომავალ წლებში, ეკონომიკურ ზრდასთან ერთად ავტომატურად გაიზრდება.
„ეს არის წმინდა წყლის პოპულიზმი და რა თქმა უნდა, პოპულიზმი აზიანებს ჯანსაღ პოლიტიკურ პროცესს. რა თქმა უნდა, ეს არის არარეალური დაპირება და რეალობას მოწყვეტილია. პენსიონერებს სახელმწიფოსგან არა მხოლოდ საპენსიო მხარდაჭერა, არამედ სხვა სოციალური ბენეფიტები აქვთ, დაწყებული სატრანსპორტო შეღავათებიდან, გაგრძელებული ჯანდაცვით“, - განაცხადა თალაკვაძემ.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.