ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

არჩილ თალაკვაძე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საკითხთა ბიუროს ხელმძღვანელის მოადგილეს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საკითხთა ბიუროს ხელმძღვანელის მოადგილეს, ჯოშუა ჰაკს შეხვდა.
როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე, ევროინტეგრაციაზე და განიხილეს აშშ-სთან თანამშრომლობის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები.
„აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელს მადლობა გადავუხადე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, ასევე, ევროპული ინტეგრაციის მხარდაჭერისთვის.
ვაფასებთ და განსაკუთრებით ვუფრთხილდებით მეგობრობას და სტრატეგიულ პარტნიორობას, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებთან“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ.
ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.