არჩილ გორდულაძე – შინაური ცხოველი ნივთი არ არის, არ შეიძლება რამდენიმე თვე მოვეფეროთ და შემდეგ გარეთ გავაგდოთ – მათი მოვლა-პატრონობისა და პოპულაციების მართვის საკითხზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს

შინაური ცხოველი ნივთი არ არის და არც ფუფუნების საგანია. არ შეიძლება რამდენიმე თვის განმავლობაში მოვეფეროთ და შემდეგ გარეთ გავაგდოთ, – ამის შესახებ დედაქალაქის საკრებულოს ფრაქციის ,,ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო’’ წარმომადგენელმა, არჩილ გორდულაძემ შინაური ცხოველების მოვლა-პატრონობის და მათი პოპულაციების მართვის საკითხზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ამ მიმართულებით მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს.
„ადამიანებს უნდა გავაგებინოთ და კამპანია ვაწარმოოთ, რომ, თუ არ ვიღებთ პასუხისმგებლობას ცხოველის მოვლაზე, ნუ ავიყვანთ მას, რომ მერე მისი გარეთ გაშვება არ მოგვიწიოს. ძაღლების და კატების მოვლა-პატრონობის და მათი პოპულაციების მართვის საკითხი პრობლემური თემაა, მასში ძალიან ბევრი დაინტერესებული მხარეა ჩართული და ბევრი საკითხია გადასაწყვეტი. თუმცა ჩვენ პრობლემებს არ გავურბივართ და მუშაობა ამ მიმართულებით აქტიურად მიმდინარეობს“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

მედია: აშშ-ში განიხილება “Megobari” აქტი, რომელიც რუსული კანონის გაუქმების შემთხვევაში, საქართველოსთან სავიზო რეჟიმის შემსუბუქებას, შეღავათიან სავაჭრო პირობებსა და გაუმჯობესებულ სამხედრო მხარდაჭერას ითვალისწინებს