არჩილ გორდულაძე – კანონი მარიხუანას მოხმარებაზე არ მკაცრდება! კანონის გამკაცრება ამ ნარკოტიკული საშუალების შეძენას, შენახვას, მის კულტივაციასა და რეალიზაციას ეხება

საზოგადოების ინფორმირებულობისთვის უნდა ვთქვათ: – კანონი მარიხუანას მოხმარებაზე არ მკაცრდება! კანონის გამკაცრება ამ ნარკოტიკული საშუალების შეძენას, შენახვას, მის კულტივაციასა და რეალიზაციას ეხება, – აღნიშნული განმარტება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ გააკეთა.
როგორც გორდულაძემ აღნიშნა, მარიხუანას მოხმარებაზე ძალაში მოქმედი რეგულაციები რჩება.
„თუ ადამიანი გადაწყვეტს, რომ მარიხუანა მოიხმაროს ღია სივრცეში, ასევე სკოლებთან, ბაღებთან, სკვერებსა და ასე შემდეგ, ეს დღესაც ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას იწვევს და მომავალშიც გამოიწვევს“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
მცენარე კანაფთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა მკაცრდება. შესაბამის საკანონმდებლო პაკეტს პარლამენტი დაჩქარებული წესით იხილავს. ცვლილებები ხორციელდება როგორც “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“, ასევე სისხლის სამართლის კანონმდებლობასა და სხვა კანონებში.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – ღარიბაშვილი პოლიტიკური გვამია, რაც ბიძინამ მშვენივრად იცის – არ ვამბობ, რომ ეპისტოლარულ ჟანრში გადანაცვლება ივანიშვილის ინიცირებული იყო, მაგრამ ახლა ეს უკვე მისი თამაშია, საჭირო მომენტში კობახიძის წინააღმდეგ

თამარ ბუჩუკური: მიშისტების მიტინგიაო ამბობენ. რეალურად საქართველოისტები უნდა შევიკრიბოთ. ვისაც არ მოგწონთ მიშა, თქვენც უნდა იყოთ, მიშას გამო კი არა, თქვენს გამო – მხოლოდ ამ ქვეყნის ევროპული მომავლის გამო