ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

არჩილ გორდულაძე - ვხედავთ, რომ დიდი ბრიტანეთის ელჩი დაადგა გერმანიის ელჩის გზას - ეს არის ადამიანი, რომელიც ავრცელებს დეზინფორმაციას და ცდილობს, ადამიანებს ტვინი გამოურეცხოს

არჩილ გორდულაძე - ვხედავთ, რომ დიდი ბრიტანეთის ელჩი დაადგა გერმანიის ელჩის გზას - ეს არის ადამიანი, რომელიც ავრცელებს დეზინფორმაციას და ცდილობს, ადამიანებს ტვინი გამოურეცხოს

ვხედავთ, რომ დიდი ბრიტანეთის ელჩი დაადგა გერმანიის ელჩის გზას - ეს არის ადამიანი, რომელიც ავრცელებს დეზინფორმაციას და ცდილობს, ადამიანებს ტვინი გამოურეცხოს, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც უპასუხა შეკითხვას იმის შესახებ, რომ „ბრიტანეთის ელჩი სტუდენტებს შეხვდა და ისაუბრა რომ ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური ურთიერთობა დაზიანებულია, რადგან საქართველოში არსებობს ანტიდემოკრატიული ზეწოლა ოპოზიციასა და სამოქალაქო საზოგადოებაზე“.
მისი თქმით, ბრიტანეთის ელჩი „თავისი მავნებლური განცხადებებით ცდილობს, მხარი აუბას ჩვენი ქვეყნის შეტევის ისეთ ფაქტს, როგორის გააკეთა, მაგალითად BBC-იმ.“
„ვხედავთ, რომ დიდი ბრიტანეთის ელჩი დაადგა გერმანიის ელჩის გზას. ეს არის ადამიანი, რომელიც ავრცელებს დეზინფორმაციას და ცდილობს, ადამიანებს ტვინი გამოურეცხოს და თავისი მავნებლური განცხადებებით მხარი აუბას ჩვენი ქვეყნის შეტევის ისეთ ფაქტს, როგორის გააკეთა, მაგალითად BBC-მ. ეს არის ადამიანი, რომელიც ტყუილების ტირაჟირებით აცნობს ახლა საკუთარ თავს ჩვენს ქვეყანას“, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 დეკემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.