არჩილ გორდულაძე - ეუთო ერთ-ერთი ბოლო ბასტიონი იყო, სადაც „გლობალური ომის პარტიის“ გავლენები არ ვრცელდებოდა, მაგრამ ისიც დაეცა

ეუთო ერთ-ერთი ბოლო ბასტიონი იყო, სადაც „გლობალური ომის პარტიის“ გავლენები არ ვრცელდებოდა, მაგრამ როგორც ჩანს, ისიც დაეცა და მისი თავდასხმები საქართველოს წინააღმდეგ ვიხილეთ, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ ეუთო-ს რეზოლუციაზე და მასთან საქართველოს შემდგომ ურთიერთობაზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ეუთო-ს რეზოლუციებსაც იგივე ფასი აქვს, რაც იმ ფურცელს, რომელზეც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციები იბეჭდება.
„ეუთო ერთ-ერთი ბოლო ბასტიონი იყო, სადაც გლობალური ომის პარტიის გავლენები არ ვრცელდებოდა, მაგრამ როგორც ჩანს, ისიც დაეცა და მისი თავდასხმები საქართველოს წინააღმდეგ ვიხილეთ. ეუთო-ს რეზოლუციებსაც იგივე ფასი აქვს, რაც ევროპარლამენტის განცხადებებს თუ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციებს - იმ ფურცლის ფასი, რომელზეც ისინი იბეჭდებიან“, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 ივლისი 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.