არჩილ გორდულაძე – დიპლომატი დიპლომატს აღარ ჰგავს – პაველ ჰერჩინსკის დიპლომატიური ეტიკეტი დაკარგული აქვს

დიპლომატი დიპლომატს აღარ ჰგავს – პაველ ჰერჩინსკის დიპლომატიური ეტიკეტი დაკარგული აქვს, – აღნიშნული შეფასება ჟურნალისტებთან „ქართული ოცნების“ დეპუტატმა არჩილ გორდულაძემ გააკეთა.
გორდულაძე იმასაც ამბობს, რომ ევროკავშირის წარმომადგენელს ბოდიში აქვს მოსახდელი.
„მაშინ, როდესაც დიპლომატი ჰერჩინსკი წინასაარჩევნო პერიოდში გამოდის და საზოგადოებას მიმართავს, რომ თუ თქვენ ევროპული არჩევანი გინდათ, „ქართულ ოცნებას“ მხარი არ დაუჭიროთ, ვინმემ ახსნას, ეს რა დიპლომატიურ ჩარჩოში ჯდება. როდესაც ვამბობთ, რომ პაველ ჰერჩინსკის ბოდიში აქვს მოსახდელი, მათ შორის მან ბოდიში ასეთი განცხადებების გამო უნდა მოიხადოს, რადგან ესეც აგრესიული მოვლენების წამახალისებელი იყო.
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციები და ადამიანები ქვეყანაში სიძულვილსა და შუღლს აღვივებენ და ელჩს ამაზე განმარტებების გაკეთება არ უნდა.
როდესაც ევროკავშირი იღებს გადაწყვეტილებებს რეზოლუციების სახით, რომელიც აბსოლუტური ტყუილებით არის სავსე და პაველ ჰერჩინსკი განცხადებას არ აკეთებს, ეს იმაზე მეტყველებს, რომ ჰერჩინსკის დიპლომატიური ეტიკეტი დაკარგული აქვს“, – განაცხადა გორდულაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

“მთელი ჩემი ინსტაგრამი, ყველა ჩემი ნაცნობი ან ქვეყანას ტოვებს, ან შოკშია, ან უბრალოდ არ ლაპარაკობს ამაზე. მე არ ვიცი, სად არიან ეს ადამიანები, ვისაც უყვარხართ, როგორც პრეზიდენტი და პატივს გცემენ”

ზურაბ ცეცხლაძე – „ოცნება“ თადარიგს იჭერს, რომ გამოყაროს კუნთმაგარი ბიჭები, ციხით ვერ შეაშინეს და ცემით უნდათ შეაშინონ ხალხი, არ ვაპირებ MMA-ის მებრძოლთან მუშტით ჩხუბს – ქართველიშვილს ვეუბნები: ნახონ, რა დაემართა „მხედრიონს“

ლევან ლორთქიფანიძე – ქმნიან პროფესია „პატრიოტს“, ცეცხლს ნუ ეთამაშებით! – ქართულ ტრადიციაზე ლაპარაკობენ და ქართული ტრადიცია არასდროს ყოფილა ჩაგვრა, რომ ძლიერმა სუსტი გასრისოს, ეს არის ქვის ხანა