არჩილ გორდულაძე გიგა ფარულავას: არ დავუშვებ, ამ დარბაზში ასეთი ლექსიკით ისაუბროთ! გაუფრთხილდით ტონსა და სიტყვები შეარჩიეთ!

მოგიწოდებთ, როდესაც პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ხართ, დაუკვირდეთ ლექსიკას, რა ლექსიკასაც იყენებთ! – არ დავუშვებ, ამ დარბაზში ასეთი ლექსიკით ისაუბროთ! გაუფრთხილდით ტონსა და სიტყვები შეარჩიეთ! – ამ განცხადებით იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ ოპოზიციონერ დეპუტატს გიგა ფარულავას მიმართა.

“საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების განხილვისას, რომლის საფუძველზეც მთავრობის შემადგენლობაში სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა იქმნება, გორდულაძემ ფარულავას გამოსვლა მას შემდეგ შეაწყვეტინა, რაც ამ უკანასკნელმა დასვა კითხვა, რამ განაპირობა მდინარაძის კოორდინატორობამდე დაქვეითება მაშინ, როცა მთელი გუნდი მის ეფექტურობაზე საუბრობდა. ფარულავამ ასევე იკითხა, თუ როგორ წარმოუდგენიათ სახელმწიფო მინისტრის მიერ სამართალდამცავი ორგანოების ყოველდღიური კოორდინაცია, როცა მას საკუთარი აპარატიც კი არ ეყოლება.

გორდულაძემ ფარულავას მიკროფონი გამოურთო და მიმართა, რომ ტონი და სიტყვები შეერჩია.

“თქვენ მე ლექსიკას ვერ მასწავლით. რა ლექსიკითაც მე ვსაუბრობ, ეს არის განმარტებითი ბარათის ლექსიკა. თქვენს მიერ შემოტანილი პროექტით სახელმწიფო მინისტრს პირდაპირ კოორდინატორის ფუნქცია ეძლევა. ლექსიკას თქვენ გაუფრთხილდით და ჩემს ტონზე თქვენ ნუ ინერვიულებთ“, – მიმართა გორდულაძეს გიგა ფარულავამ.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ჭანტურია – ჩვენ თვალს ვადევნებთ მამუკა მდინარაძის მოშორების ოპერაციას, რაც შეეხება „სქროლვა-სქრინვის სააგენტოს“ მერე „ცემა-ტყეპის სააგენტოს“ შექმნას, მიზანია განსხვავებული აზრი ჩაახშონ

ლევან ბეჟაშვილი – ადეკვატურობიდან გამომდინარე, მოინახება ფორმები, სადაც ავატარი იქნება თუ სხვა ციფრული ტექნოლოგია, გამოყენებული იქნება, რათა მიხეილ სააკაშვილმა საზოგადოებასთან ნორმალური კომუნიკაცია შეძლოს – ამ თემიდან სკანდალი არ გამოვა