არქივი15 აპრილი, 2024, 00:53
არჩილ გამზარდია: ჩვენ ვუხდით ხელფასს, როცა თავად გვიჭირს, ჩვენ ვუფინანსებთ ავტომობილებს, თვითმფრინავებს, როცა თავად გადატენილი ავტობუსებით დავდივართ
"უკუღმაა ეს ყველაფერი ჩვენს ქვეყანაში. ხელისუფლებას ვქირაობთ, ჩვენ, ხალხი, ჩვენ ვუხდით ხელფასს, როცა თავად გვიჭირს, ჩვენ ვუფინანსებთ ავტომობილებს, თვითმფრინავებს, როცა თავად გადატენილი ავტობუსებით დავდივართ, ვუხდით ძვირიანი კვების ფულს, მაშინ როცა ჩვენ ხორცის ფულიც იშვიათად შეიძლება გვქონდეს, ვუხდით სასტუმროებს მრავალ ქვეყანაში, მაშინ, როდესაც ჩვენ სადმე საქართველოში სასტუმროში დასვენების შესაძლებლობა არ გვაქვს და ა.შ.
ამ დროს, კი, დაქირავებული ხელოსნები ხელისუფლების სახით, იქით გვიტრიალებს დაკვეთას და ჩვენს სურვილებს კი არ ასრულებს, პირიქით , იღებს ფულსაც, უზრუნველყოფასაც და ჩვენვე გვაქცევს ბატონობის ქვეშ.
სანამ არ გავიაზრებთ, რომ ძალაუფლების მორჩილები კი არ უნდა ვიყოთ, არამედ ძალაუფლება უნდა იყოს ჩვენი მორჩილი, მანამდე ერთ წრეზე ვიტრიალებთ და ჩვენივე ფულით ჩვენივე დაქირავებულების მონებად თუ ყმებად ვიქნებით.
შეზღუდე ხელისუფლება და იქით უკარნახე წესები, რადგან შენ, მოქალაქე ხარ დამკვეთო - სხვა შემთხვევაში დავრჩებით ჩვენივე ფულით დაქირავებული მოსამსახურის მონებად, პირიქით, ვიდრე უნდა იყოს," - წერს არჩილ გამზარდია სოციალურ ქსელში.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.