ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

არჩილ გამზარდია: სიკეთე ჩვენს ქვეყანას. სიკეთე ჩვენს მომავალს. საქართველო ევროპული ქვეყანაა

"ძალიან ვამაყობ ჩემი სტუდენტებით, რომლებიც სამშობლოსა და მომავლისთვის იბრძვიან. პატივს ვცემ მათ გადაწყვეტილებას, შეუერთდნენ საყოველთაო დაუმორჩილებლობას და იბრძოლონ არაძალადობრივი პროტესტით. თუ საჭირო გახდება, სპეციალურ დროს გამოვყოფ შემდგომში და გაცდენილი ლექციების შესავსებად ცალკე ჩავუტარებ ლექციებს სასწავლო ვალდებულების მიღმა. ასევე ცალკე ჩავუტარებ შეფასებით დავალებებს და ამ გაცდენილ პერიოდსაც საპატიოდ ჩავუთვლი.
მჯერა თქვენი, გამხნევებთ მაქსიმალურად, თქვენთან ერთად, ყოველდღიურად ვამბობ ჩემს წილ სიტყვას.
იმ სტუდენტების საყურადღებოდ, ვინც არ იზიარებს გაფიცვის იდეას, რამდენადაც პატივს ვცემ ნებისმიერი სტუდენტის ნებისმიერ პოზიციას, მე მათ მიმართ ჩემს პასუხისმგებლობაზე უარს არ ვამბობ და თუ იქნებიან სტუდენტები, რომლებიც ლექციებს დაესწრებიან, ცხადია, მათთვის ლექციებს ჩავატარებ.
სიკეთე ჩვენს ქვეყანას.
სიკეთე ჩვენს მომავალს.
საქართველო ევროპული ქვეყანაა.
ღმერთო, დაიფარე საქართველო!" - წერს არჩილ გამზარდია სოციალურ ქსელში.
არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.