არჩილ გამზარდია: ნებისმიერი ტიპის გამოძიება, რომელსაც სხვა ხელისუფლება ატარებს 2008 წლის ან 1992-93 წლების საქართველოში ომის შესახებ, ყველაზე უარეს შემთხვევაში, შეიძლება მიმდინარეობდეს მხოლოდ საიდუმლოდ და ფარულად…

“1. საქართველოს ომი არ წამოუწყია, საქართველომ უპასუხა აგრესორის შეიარაღებულ შეტევას.
2. საქართველომ უპასუხა პირველ რიგში სპეციალური ოპერაციის ფორმატით, რისი სრული უფლებაც და იძულებაც ჰქონდა თავისივე, ხაზგასმით ვწერ, თავისივე ტერიტორიაზე.
3. ომის ფორმატში პროცესი მას შემდეგ გადაიზარდა, რაც რუსეთმა ინსტრუმენტულად სრულფასოვანი საომარი ქმედება დაიწყო საქართველოს, როგორც სახელმწიფოს მიმართ, მაგ. თითქმის მთელი საქართველოს ტერიტორიაზე ყრიდა ბომბებს, შემოვიდა საომარი ტექნიკით და მეტიც, იყენებდა საერთაშორისოდ აკრძალულ საომარ ინსტრუმენტებს (მაგ. კასეტურ ბომბებს და ა.შ.).
4. ყველაფერი სხვაგვარადაც რომ ყოფილიყო, ნებისმიერი ხელისუფალის ვალდებულებაა დაიცვას თავის სახელმწიფოს უფლება მცდელობა აღედგინა თუნდაც კონსტიტუციური წესრიგი სუვერენულ ტერიტორიაზე და იქ მცხოვრებთა ან თავიანთივე სახლებიდან დევნილი მოსახლეობისა.
5. და “ნაციონალური მოძრაობა” 2008 წელს წარმოადგენდა საქართველოს ლეგიტიმურ ხელისუფლებას, რომელთა მოქმედებაც სახელმწიფოს სახელით მოქმედებაა და არა ცალკეული პირებისა. ლეგიტიმური ხელისუფლებების ქმედებები სახელმწიფოს ქმედებებია და ეთვლება არა ცალკეულ პირებს, არამედ საქართველოს სახელმწიფოს.
და ბოლოს, ნებისმიერი ტიპის გამოძიება, რომელსაც სხვა ხელისუფლება ატარებს 2008 წლის ან 1992-93 წლების საქართველოში ომის შესახებ, ყველაზე უარეს შემთხვევაში, შეიძლება მიმდინარეობდეს მხოლოდ საიდუმლოდ და ფარულად, თუ არსებობენ სამხედრო დამნაშავეები ან დანაშაულები, ამის შესახებაც კი ინფორმაცია უნდა ვრცელდებოდეს მეტად ფრთხილად, გაცრილად და მხოლოდ სახელმწიფოს ინტერესების ფილტრით,”  – წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია.

ასევე დაგაინტერესებთ

კობახიძე: ბიძინა ივანიშვილი სამთავრობო გადაწყვეტილებებზე გავლენას ახდენს იმ ფარგლებში, რა ფარგლებშიც ეს მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარის როლს შეესაბამება, ამავდროულად, მე, როგორც მთავრობის მეთაური და მმართველ პარტიაში მეორე პირი, ხშირად ვსარგებლობ მისი რჩევით…

ირაკლი კირცხალია – მსჯელობის პროცესში ყველაზე კომპეტენტურ აზრს სწორედ ბიძინა ივანიშვილი გამოთქვამს – პრემიერი ხაზს უსვამს მის ანალიტიკურ უნარებს, აღიარებს, რომ მისგან რჩევებსაც იღებს

ლევან მახაშვილი: უპირველესად, უნდა ვთქვათ, რომ საქართველოს ძალიან გაუმართლა, რომ ჰყავს ბიძინა ივანიშვილის მსგავსი ადამიანი, რომელიც თავისი უანგარო პატრიოტიზმით ქვეყანას უდგას, როგორც შეუძლია ერთ რიგით ადამიანს