ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

არჩილ გამზარდია: ლეგიტიმაციის პრობლემა ფართო გაგებით, დღეს მმართველ პარტიასაც აქვს და ოპოზიციურ პარტიებსაც

არჩილ გამზარდია: ლეგიტიმაციის პრობლემა ფართო გაგებით, დღეს მმართველ პარტიასაც აქვს და ოპოზიციურ პარტიებსაც

ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია:

,,ლეგიტიმაციის პრობლემა ფართო გაგებით, დღეს მმართველ პარტიასაც აქვს და ოპოზიციურ პარტიებსაც. წარმომადგენლობითი აღიარება, პატივისცემა და პრესტიჟი არც ერთ მათგანს არ გააჩნია.

შეიძლება ითქვას ისიც, რომ თუ მმართველობითი სივრცე უზურპირებულია ერთი პარტიის მიერ, საწინააღმდეგო სივრცეც რელატიურად უზურპაციული ბუნებისაა სხვა პარტიების სახით, ნებაყოფლობითი მხარდაჭერა ყოვლისმომცველად დეფიციტურია და საკმარისი საზოგადოებრივი ბუნებრივი თუ ნებელობითი აღიარება / მხარდაჭერა თითქმის არ გვაქვს სახეზე.

ასე, რომ ლიგიტიმაციის პოლიტიკურ და მორალურ განზომილებაზე სამუშაო აქვს მმართველ პარტიასაც და ოპოზიციურ პარტიებსაც, რამდენადაც ფართო გაგებით, არ არსებობს საქართველოში პოლიტიკური სუბიექტი, რომელსაც საკმარისი საზოგადოებრივი აღიარება გააჩნია.“

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 მარტი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.