ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

არჩილ გამზარდია: დღეს მიმდინარე პროცესები იმაზე საშიშია ქვეყნისათვის, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს და რომლის მსგავსიც საქართველოს ისტორიაშიც კი არ ყოფილა

"საერო იერარქიასაც და სასულიეროსაც მხარდამჭერთა სერიოზული დეფიციტი აქვს, განსაკუთრებით ახალ თაობაში. ამიტომ ორივე მათგანი დაადგა იძულების, სპეკულაციების და ზეწოლის გზა, რომ ერთობლივად, სახელმწიფოსა და მოქალაქეთა წინააღმდეგ გაიძლიერონ ძალაუფლება. განსაკუთრებით კი ცდილობენ, მათი "კონტროლიდან" გამოსული ახალი თაობის დამონება-დამორჩილებას.
როდესაც საეკლესიო სივრცე პარტიული ფუნქციებით გამოდის, რბილად რომ ვთქვათ, ეს სამწუხარო და ტრაგიკული პროცესია.
უფალ ქრისტეზე დიდი ინოვატორი და რეფორმატორი კაცობრიობას არ ჰყოლია, მაგრამ ჩვენი ეკლესია, რომელიც თავს ქრისტეს ეკლესიას უწოდებს, წინარექრისტიანულ ხანაშია და არა ქრისტიანულში.
დღეს მიმდინარე პროცესები იმაზე საშიშია ქვეყნისათვის, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს და რომლის მსგავსიც საქართველოს ისტორიაშიც კი არ ყოფილა, ეს არის რაღაც ჰიბრიდი თანამედროვე ინკვიზიციისა, რომელიც ქვეყანასაც და ადამიანებსაც უკიდურეს უძლურებაში და ხანგრძლივ დეპრესიაში ჩააგდებს," - წერს არჩილ გამზარდია სოციალურ ქსელში.
არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.