“ამ შედეგებზე იმუშავა მთელმა სახელისუფლებო სივრცემ” – ამის შესახებ პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორმა, პროფესორმა არჩილ გამზარდიამ განაცხადა და ახალი პატრიარქის არჩევაზე ისაუბრა.
მისი თქმით, ტოტალიტარული მმართველობის პირობებში ეკლესია ილია მეორეს პატრიარქობის დროს რჩებოდა ავტონომიური ძალაუფლების სივრცედ.
არჩილ გამზარდიამ აღნიშნა, რომ მისთვის, “დღეს დასრულდა საეკლესიო ძალაუფლების, როგორც ავტონომიური ძალაუფლების სიცოცხლისუნარიანობა”.
ის, როგორც ჩატარდა ეს პროცესი, აქ მოულოდნელი არაფერი იყო, უბრალოდ რჩებოდა ბოლო წუთამდე გნებავთ დავარქვათ ილუზია, გნებავთ დავარქვათ თეორიული რესურსი იმისა, რომ ასე მარტივად პროგნოზირებული რესურსი შეიძლება განსხვავებულიც ყოფილიყო. ამ შედეგებზე იმუშავა მთელმა სახელისუფლებო სივრცემ, მინიმუმ, მე ქვეყნის იქით არ გავალ.
გააჩნია ამ დრეს ჩვენ რა კონტექსტში განვიხილავთ, პირადად მე განვიხილავ, როგორც ძალაუფლებითი ფენომენის კონტექსტში. ჩვენ რომ ვართ არადემოკრატიული ქვეყანა და გვყავს ერთი მმართველი ტოტალიტარი, თავისი ძალაუფლებით, ერთადერთი ალტერნატიული, ავტონომიური ძალაუფლებითი სივრცე ეს იყო საეკლესიო ძალაუფლების სივრცე. პატრიარქ ილია მეორის დროს ეს იყო მაქსიმალურად ავტონომიური და ის ასე მარტივად რაღაც გავლენებს ბოლომდე, იმ მდგომარეობაშიც, იმ ასაკშიც, იმ ჯანმრთელობის პირობებშიც ასე მარტივად ვერ დაექვემდებარებოდა.
ამიტომ, დღევანდელი გადასახედიდან ჩემთვის, დღეს დასრულდა საეკლესიო ძალაუფლების, როგორც ავტონომიური ძალაუფლების სიცოცხლისუნარიანობა,” – განაცხადა არჩილ გამზარდიამ.




