ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

„არჩევნებში მონაწილეობას მარტო მივიღებთ“ – ნათია მეზვრიშვილი

გახარის პარტიის წევრი, ნათია მეზვრიშვილი ჯგუფ დაიტოვეს პროექტში – ისაუბრე ოპოზიციის ერთიან სიაზე აცხადებს:
„არჩევნებში მონაწილეობას მარტო მივიღებთ […] რაც შეეხება ერთობას – შეუძლებელია, ამ იდეას შეეწინააღმდეგო, მით უმეტეს, როცა ზეპარტიულ საკითხებთან დაკავშირებულ ერთობაზე ვსაუბრობთ. ისეთზე, როგორიცაა საქართველოს ევროპული მომავალი. მაგრამ, მთავარი კითხვა არ ისმის ხოლმე: ეს ერთობა ხმებს გვაკარგვინებს თუ არა.
ჩვენთვის მთავარი და პრინციპულად მნიშვნელოვანი არის, რომ ხმები არ დაიკარგოს. ამომრჩეველი სხვადასხვაა, ჭრელია და ხმების დაკარგვის რისკს ვხედავთ. ალბათ, უმჯობესია და სწორი იქნება, რომ ერთობაზე განაცხადი პირველ რიგში იმ პარტიებმა გააკეთონ, რომლებიც დეენემით ერთნი არიან და მათი ერთობა ხმების დაკარგვის რისკს არ შექმნის. ამ საკითხს პრაგმატულად ვუდგებით. “

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.