არჩევნებში დარეგისტრირდა 17 პარტია - ენმ-მა და ახალმა საარჩევნო ნომრები დაკარგეს

არჩევნებში დარეგისტრირდა 17 პარტია - ენმ-მა და ახალმა საარჩევნო ნომრები დაკარგეს
ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ და პარტია ახალმა საარჩევნო ნომრები დაკარგეს - ისინი თვითმმართველობის არჩევნებისთვის არ დარეგისტრირდნენ.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის დოკუმენტის მიხედვით, 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მსურველი 17 პარტია დარეგისტრირდა.
ცნობილია პარტიები, რომლებიც საარჩევნო ნომრებს ინარჩუნებენ:
· ნომერი 8 - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი;
· ნომერი 9 - ძლიერი საქართველო-ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!;
· ნომერი 25 - გახარია საქართველოსთვის;
· ნომერი 36 - ახალი პოლიტიკური ცენტრი (შემოკლებული დასახელება "გირჩი")
· ნომერი 41 - ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო.
ხოლო, დარჩენილ 12 პარტიას საარჩევნო ნომერი მომავალში მიენიჭება.
· ჩვენი გაერთიანებული საქართველო;
· საქართველოს ერთობისა და განვითარების პარტია;
· მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება "კონსერვატორები საქართველოსთვის";
· საქართველო;
· თავისუფალი საქართველო
· მწვანეთა პარტია;
· მემარცხენე ალიანსი;
· მესამე გზა
· ქართველ ერთობა;
· მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება - მამული, ენა, სარწმუნოება;
· მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება - სახალხო ხელისუფლება;
· დემოკრატთა ალიანსი
თვითმმართველობის არჩევნების 4 ოქტომბერს ჩატარების შესახებ განკარგულება პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა, უკვე გამოსცა.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.