ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

არჩევნები ჩატარდება სამართლიანად, გამჭვირვალედ და ასეთი ტიპის არჩევნებში ერთიან „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის განშტოებებს, რა თქმა უნდა, წარმატების იმედი არ აქვთ

არჩევნები ჩატარდება სამართლიანად, გამჭვირვალედ და ასეთი ტიპის არჩევნებში ერთიან „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის განშტოებებს, რა თქმა უნდა, წარმატების იმედი არ აქვთ
„გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის ჩამოსვლა საქართველოში არჩევნების პროცესის ლეგიტიმურობის თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია“, -ამის შესახებ, „ხალხის ძალის“ წევრმა ეკა სეფაშვილმა მედიასთან განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიცია ცდილობს ააგოროს დეზინფორმაციული კამპანია და წინასწარ საუბრობს არჩევნების გაყალბებაზე.
„გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის ჩამოსვლა საქართველოში არჩევნების პროცესის ლეგიტიმურობის თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ ჩვენ ახლავე ვხედავთ ოპოზიციის მცდელობებს, რომ ააგოროს დეზინფორმაციული კამპანია და უკვე წინასწარ საუბრობს არჩევნების გაყალბებაზე.
არჩევნები ჩატარდება სამართლიანად, გამჭვირვალედ და ასეთი ტიპის არჩევნებში ერთიან „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის განშტოებებს, რა თქმა უნდა, წარმატების იმედი არ აქვთ“, – სეფაშვილმა.

არქივის შესახებპირველწყარო: mpn.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.