არჩევნები საქართველოში არ ყოფილა თავისუფალი და სამართლიანი — ესტონეთის პრემიერი

ესტონეთის პრემიერმინისტრმა კრისტენ მიჰალმა აღნიშნა, რომ საქართველოს საპარლამენტო არჩევნები არ ითვლება თავისუფალ და სამართლიან პროცესად.
ამის შესახებ მან დღეს, 8 ნოემბერს, ბუდაპეშტში ევროპის პოლიტიკური გაერთიანების მეხუთე სამიტის მიმდინარეობისას მედიასთან განაცხადა.
„საუბარი ალბათ შეეხება საქართველოში არჩევნებს. გულახდილად რომ ვთქვა, ეს ბოლო არჩევნები საქართველოში არ განიხილება, როგორც თავისუფალი და სამართლიანი. უნდა ვთქვათ, რომ ევროპისკენ საქართველოს სვლა მისმა ლიდერებმა შეაჩერეს. ასე რომ, ჩვენ ამასაც განვიხილავთ“, — აღნიშნა კრისტენ მიჰალმა.
ამავე სამიტის მიმდინარეობისას არჩევნებზე კომენტარი გააკეთა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმაც. მისი თქმით, საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ეჭვები არსებობს არამარტო ევროპაში, არამედ მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც.
ასევე წაიკითხეთ:
· შარლ მიშელის თქმით, სერიოზული ეჭვები არსებობს, რომ არჩევნები საქართველოში გაყალბდა
· ზელენსკი: საქართველოს მთავრობასთან კომუნიკაცია არ გვაქვს, რაც ძალიან ცუდია

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატი – ირაკლი ღარიბაშვილს განცხადება მოლოდინებისთვის არ გაუკეთებია, როგორც ახსნა, ეს იყო მისი უკიდურესი ნაბიჯი, ის ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო მორალური თვალსაზრისით – წერილები ეტაპობრივად გავრცელდება