ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

არჩევნები ლამინირებული პირადობის მოწმობებით | რას ითვალისწინებს "ოცნების" სასარგებლო მორიგი კანონპროექტი?

მორიგი კანონპროექტი ქართული ოცნების ინტერესების სასარგებლოდ. პარლამენტმა პირველი მოსმენით
დაამტკიცა კანონპროექტი, რომლის მიხედვით მომდევნო წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას ის პირებიც შეძლებენ ვისაც ძველი ე.წ ლამინირებული პირადობის დამადასტურებელი მოწმობები აქვთ.
საკანონმდებლო ინიციატივა ფრიდონ ინჯიას ეკუთვნის. ოპონენტები ამბობენ რომ ხელისუფლებას ამით არჩევნების გაყალბების ახალი შესაძლებლობა ეძლევა.
"ელექტრონულად როგორ უნდა მოვახდინოთ რეგისტრაცია, როცა ცელოფან შემოკრული ძველი
"ელექტრონულად როგორ უნდა მოვახდინოთ რეგისტრაცია, როცა ცელოფანშემოკრული ძველი ბარათებით მოვა ხალხი.. ამის გაყალბება ადვილია. ჩვენ 2018 წელს, 2020 წელს ვნახეთ, თუ როგორ ყალბდება ეს.. ვისაც აქვს ქსეროქსის აპარატი და ფერადი პრინტერი ყველა აყალბებს" - ამბობს "სტრატეგია აღმაშენებლის" დეპუტატი პაატა მანჯგალაძე
ევროინტეგრაციის საბოტაჟირება და მზადება 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების გაყალბებისთვის - ეს არის შეფასებები, რომელსაც ოპოზიციურ პარტიებში აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით აკეთებენ. დასავლელი პარტნიორები და ევროკომისია კი ღიად ითხოვს, რომ 2024 წლის არჩევნები დემოკრატიულ ვითარებაში ჩატარდეს.

არქივის შესახებპირველწყარო: mtavari.tv ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.