პარტია “დროას” ლიდერი, ელენე ხოშტარია ეხმარება ბოლო დღეებში მიმდინარე დისკუსიას არჩევნებთან დაკავშიებით.უნგრეთში 16-წლიანი მმართველობის შემდეგ “ქართული ოცნების” მოკავშირე ვიქტორ ორბანის დამარცხების გამო საზოგადოების ნაწილმა დაიწყო მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ ვერ ხერხდება საქართველოში იგივე. ზოგი ამას ოპოზიციურ პარტიებს აბრალებს, ნაწილი კი ფიქრობს, რომ საქართველოში არჩევნებით ხელისუფლების შეცვლის მცდელობა დროის ფუჭი კარგვაა.სწორედ ამ დისკუსიას ეხმაურება ხოშტარია წერილით, რომელიც რუსთავის ქალთა ციხიდან გამოაგზავნა.“არავინ მიწყინოს, მაგრამ ცოტა ღიმილის მომგვრელია ოპოზიციიურ ფლანგზე წარმოქმნილი “დაპირისპირება” არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით. ეს მაშინ, როდესაც ოცნება პარალელურად სასურველი ოპიზიციის სიას არჩევს და პარტიების აკრძალვა კი არა, ტროტუარზე დგომა აქვს აკრძალული. არჩევნები რომ აუცილებელია, ამაზე ვინ ვისთან კამათობს ცოტა გაუგებარია, ამას ვინ უარყოფს მართლა ვერ გავიგე.ამ პირობებში, როდესაც ადამიანის ნებას მანიპულაციური ერთეული ანაცვლებს, ურთიერთობის ფორმა მხოლოდ ძალადობა და უწესობაა, არითმეტიკაც კი ისვენებს და მსოფლიოში არავინ ეძახის არჩვენებს, აი ამ ხდომილებას არჩევნები დავარქვათ და ამით გავამართლოთ ჩვენი პოლიტიკური არსებობა, ეს ხომ იმაზე უფრო დიდი ტყუილია, ვიდრე ოცნება გვთავაზობს. ტყუილით როგორ უნდა დავამარცხოთ რაიმე – ჩვენი თავის გარდა?! ჩვენ გვჭირდება არა ტყუილი ხდომილება, არამედ მართალი, ნამდვილი არჩევნები.არჩევნები ბევრად უფრო სასტიკ რეჟიმებში მიღწეულა, მათ შორის საქართველოშიც და მიიღწევა იმ გზით, რომელზეც ვდგავართ – არაღიარების გაგრძელება,წინააღმდეგობის გაძლიერება და საერთაშორისო ზეწოლა. აქამდე, ამ სამმა, რეჟიმს არ მისცა საშუალება, დავემარცხებინეთ, ჩააგდო იზოლაციაში, აიძულა შიდა დაპირისპირება, შეუზღუდა რესურსები, დააშვებინა ბევრი შეცდომა.თუ ვინმეს გამძლეობა არ ყოფნის, ადამიანურად მესმის, პოლიტიკურად კი ვერ მივიღებ. უნგრეთის მაგალითი ოცნებაზე შეტევის ძალას უნდა გვმატებდეს და არა მორიგ საუკეთესო “სისხლისღვრას” ჩვენივე ფლანგზე”, – წერს ხოშტარია.



