არქივი15 ივნისი, 2024, 20:55
"არჩევნები აჩვენებს ჩვენს ერთგულებას ევროპული ღირებულებებისადმი" - პრეზიდენტი ბორელს შეხვდა
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელს შეხვდა. შეხვედრა შვეიცარიაში უკრაინის მშვიდობის სამიტის ფარგლებში შედგა.
როგორც ზურაბიშვილი წერს, შეხვედრაზე მთავარი განსახილველი საკითხი საქართველოს ევროინტეგრაცია იყო.
"დარწმუნებული ვარ, რომ ოქტომბრის არჩევნები კიდევ ერთხელ აჩვენებს ჩვენს მტკიცე ერთგულებას ევროპული ღირებულებებისადმი", - დაწერა პრეზიდენტმა.
არქივის შესახებპირველწყარო: formulanews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.