ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

"არჩევნების შემდეგ, პირველი უცხოური ვიზიტი აზერბაიჯანში დაგეგმეთ... ეს არის სიმბოლო, რომ..."

"არჩევნების შემდეგ, პირველი უცხოური ვიზიტი აზერბაიჯანში დაგეგმეთ... ეს არის სიმბოლო, რომ..."

სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ, პირ­ვე­ლი უცხო­უ­რი ვი­ზი­ტი არ­ჩე­ვან­ში და­გეგ­მეთ, ეს არის სიმ­ბო­ლო, რომ უმაღ­ლე­სი დო­ნის ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი გაგ­ვაჩ­ნია აზერ­ბა­ი­ჯან­სა და სა­ქარ­თვე­ლოს, - ამის შე­სა­ხებ აზერ­ბა­ი­ჯა­ნის რეს­პუბ­ლი­კის პრე­ზი­დენ­ტმა ილ­ჰამ ალი­ევ­მა გა­ნა­ცხა­და, რო­მე­ლიც პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძეს შეხ­ვდა.

ილ­ჰამ ალი­ევ­მა "ქარ­თულ ოც­ნე­ბას" არ­ჩევ­ნებ­ში გა­მარ­ჯვე­ბა მი­უ­ლო­ცა.

"ეს ვი­ზი­ტი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბის არის იმ­დე­ნად, რამ­დე­ნა­დაც სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ თქვე­ნი პირ­ვე­ლი უცხო­უ­რი ვი­ზი­ტია. ვი­ყე­ნებ შე­საძ­ლებ­ლო­ბას და მო­გი­ლო­ცავთ „ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ გა­მარ­ჯვე­ბას. გი­სურ­ვებთ თქვენ და თქვენს გუნდს წარ­მა­ტე­ბას. ბუ­ნებ­რი­ვია, სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ, პირ­ვე­ლი უცხო­უ­რი ვი­ზი­ტი არ­ჩე­ვან­ში და­გეგ­მეთ, ეს არის სიმ­ბო­ლო, რომ უმაღ­ლე­სი დო­ნის ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი გაგ­ვაჩ­ნია აზერ­ბა­ი­ჯან­სა და სა­ქარ­თვე­ლოს. მინ­და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მად­ლო­ბა გა­და­გი­ხა­დოთ“, - აღ­ნიშ­ნა ილ­ჰამ ალი­ევ­მა.

ამას­თან, ილ­ჰამ ალი­ევ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ წარ­მა­ტე­ბა უზ­რუნ­ველ­ყოფს იმ ფაქტს, რომ სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ა­ში სტა­ბი­ლუ­რო­ბა იქ­ნე­ბა.

"პი­რის­პირ შეხ­ვედ­რა­ზე ვი­სა­უბ­რეთ და­კავ­ში­რე­ბა­დო­ბა­ზე, „შუა დე­რეფ­ნის“ პრო­ექ­ტზე. ჩვე­ნი ქვეყ­ნე­ბი მჭიდ­როდ თა­ნამ­შრომ­ლო­ბენ. ჩვე­ნი ჩარ­თუ­ლო­ბა რე­გუ­ლა­რუ­ლია. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ეს პრო­ექ­ტი წარ­მა­ტე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა. ამ პრო­ექ­ტში მჭიდ­რო კავ­ში­რი უნდა შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ სა­მე­ზობ­ლო­ში სხვა ქვეყ­ნებ­თან. აზერ­ბა­ი­ჯა­ნი და სა­ქარ­თვე­ლო იქ­ნე­ბა ის კავ­ში­რი და ხიდი, რო­მე­ლიც დამ­ყარ­დე­ბა ევ­რო­პა­სა და აზი­ას შო­რის. ჩვენ წარ­მა­ტე­ბუ­ლად ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ ამას.

ვი­ცით, რომ ტრან­სპორ­ტის ინფრას­ტრუქ­ტუ­რა სა­ქარ­თვე­ლო­სიც ფარ­თოვ­დე­ბა, რო­გორც აზერ­ბა­ი­ჯან­ში. გან­სა­კუთ­რე­ბით შე­ე­ხე­ბა სატ­რან­სპორ­ტო ინფრას­ტრუქ­ტუ­რის გა­ციფ­როვ­ნე­ბას. ეს ძა­ლის­ხმე­ვა მიმ­დი­ნა­რე­ობს ორი­ვე ქვე­ყა­ნა­ში, იმ ერე­ბის სა­კე­თილ­დღე­ოდ, რო­მელ­საც წარ­მო­ვად­გენთ. ჩვენ ვართ უცი­ლო­ბე­ლი პარტნი­ო­რე­ბი და ძა­ლი­ან ფა­სე­უ­ლი სერ­ვი­სე­ბი შეგ­ვიძ­ლია შევ­თა­ვა­ზოთ სხვებ­საც. ძა­ლი­ან ბევ­რის მიღ­წე­ვა მო­ვა­ხერ­ხეთ, დე­ტა­ლებ­ში არ შე­ვალ, ამას გა­ფარ­თო­ე­ბულ ფორ­მატ­ში გან­ვი­ხი­ლავთ. მინ­და და­ვა­მა­ტო, რომ თქვე­ნი პარ­ტი­ის წარ­მა­ტე­ბა უზ­რუნ­ველ­ყოფს იმ ფაქტს, რომ სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ა­ში იქ­ნე­ბა სტა­ბი­ლუ­რო­ბა, თქვე­ნი ძმე­ბის და მე­გობ­რე­ბის რან­გში, ჩვენ გვა­ხა­რებს თქვე­ნი წარ­მა­ტე­ბა, გი­სურ­ვებთ მომ­დევ­ნო წარ­მა­ტე­ბას მო­მა­ვალ­ში“, - აღ­ნიშ­ნა ალი­ევ­მა.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.