არჩევნების შემდეგ ოპოზიციის ე.წ. ლიდერები პირდაპირ ამბობდნენ, რომ ეუთო/ოდირის ანგარიშები მათთვის იყო ფარატინა ფურცელი, ახლა გამოდიან და ამბობენ, რომ თურმე ეუთო/ოდირის მოწვევა მნიშვნელოვანი და გამწყვეტიც კი არის

არჩევნების შემდეგ ოპოზიციის ე.წ. ლიდერები პირდაპირ ამბობდნენ, რომ ეუთო/ოდირის ანგარიშები მათთვის იყო ფარატინა ფურცელი, ახლა გამოდიან და ამბობენ, რომ თურმე ეუთო/ოდირის მოწვევა მნიშვნელოვანი და გამწყვეტიც კი არის
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა გადაცემაში „იმედის კვირა“ ეუთო/ოდირის დასკვნასა და ოპოზიციის ლიდერების ამ დასკვნის მიმართ დამოკიდებულებაზე ისაუბრა.
იონათამიშვილმა აღნიშნა, რომ ადრე თუ ოპოზიციას ეუთო/ოდირის დასკვნა არაფრად მიაჩნდა, ახლა გადამწყვეტ მნიშვნელობასაც კი ანიჭებს.
„ჩვენ გვახსოვს საპარლამენტო არჩევნების შემდეგ რადიკალური ოპოზიციის ე.წ. ლიდერები, რომლებიც პირდაპირ ამბობდნენ, რომ ეუთო/ოდირის ანგარიშები მათთვის იყო ფარატინა ფურცელი, არანაირი ფასი არ ჰქონდა და ამ მისიის ხელმძღვანელებს ბულინგით და სიძულვილის ენითაც კი ამკობდნენ. ახლა ეს ადამიანები გამოდიან და ამბობენ, რომ თურმე ეუთო/ოდირის მოწვევა მნიშვნელოვანი და გამწყვეტიც არის თვითმმართველობის არჩევნებზე.
როდესაც ეუთო/ოდირის ანგარიშმა, თუნდაც, ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ჩაწერა, რომ ეს იყო საუკეთესოდ ორგანიზებული და ასევე ხელისუფლებად მოიხსენია „ქართული ოცნება“, ეს ყველაფერი მიუღებელი გახდა რადიკალური ოპოზიციისთვის. სწორედ ამიტომ, რომ მათთვის მოსაწონი ტექსტები არ ეწერა ამ ანგარიშში, დაიწყეს მისი ლანძღვა, ის ყველაფერი გვახსოვს. პირდაპირი ეთერიდანაც კი გაიყვანეს მაშინ, როდესაც ამ პირების მხრიდან ანგარიში კეთდებოდა“, – აღნიშნა რატი იონათამიშვილმა

ასევე დაგაინტერესებთ

ტაჯიკეთის პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე – დღეს გადადგმული ნაბიჯები ნამდვილად შექმნის იმის საფუძველს, რომ ორ ქვეყანას შორის შემდგომში კიდევ უფრო განვითარდეს ურთიერთობები სტრატეგიულად

ირაკლი კობახიძე – ტაჯიკეთის რესპუბლიკაში პირველი მაღალი დონის ვიზიტის ფარგლებში შევხვდი პრეზიდენტ ემომალი რაჰმონს, დელეგაციებთან ერთად პროდუქტიული დისკუსია გავმართეთ ვაჭრობის, ტრანსპორტის, დაკავშირებადობისა და საერთო ინტერესების სხვა სფეროებში თანამშრომლობის გაფართოებაზე

ვარლამ ლიპარტელიანი: გამორჩეული შეხვედრა იყო იმით, რომ ახალგაზრდებმა ისაუბრეს ყველა იმ საკითხზე, რაც მათთვის მნიშვნელოვანია. დარწმუნებული ვარ განსაკუთრებული შეხვედრა იქნება თბილისში