არჩევნების დროს, პირდაპირ თავს ესხმოდნენ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები და მათი უცხოელი პარტნიორები ეუთო/ოდირს, ასეთ პირობებში რომ მოტივაცია შემცირებული ჰქონდა ეუთო/ოდირს საქართველოში ჩამოსვლაზე, ვერავის გაუკვირდება

არჩევნების დროს, პირდაპირ თავს ესხმოდნენ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები და მათი უცხოელი პარტნიორები ეუთო/ოდირს, ასეთ პირობებში რომ მოტივაცია შემცირებული ჰქონდა ეუთო/ოდირს საქართველოში ჩამოსვლაზე, ვერავის გაუკვირდება
მე თავიდანვე აღვნიშნე ჩემს განცხადებაში, რომ ეუთო/ოდირისთვის ეს დაკვირვება იქნებოდა სერიოზული გამოწვევა, საპარლამენტო არჩევნების დროს, პირდაპირ თავს ესხმოდნენ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები და მათი უცხოელი პარტნიორები ეუთო/ოდირს, მოიხსენიებდნენ მისიას შეურაცხმყოფელი ტერმინებით, ასეთ პირობებში რომ მოტივაცია შემცირებული ჰქონდა ეუთო/ოდირს საქართველოში ჩამოსვლაზე, ვერავის გაუკვირდება, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობაიძემ გადაცემა „იმედის კვირასთან“ ინტერვიუში.
მისივე თქმით, საპარლამენტო არჩევნების დროს, იყო სერიოზული ზეწოლა რამდენიმე სხვა მისიის მხრიდან ეუთო/ოდირის მისიაზე და ეს ზეწოლა გაიზრდებოდა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის.
„ყველას გვახსოვს, რა რეჟიმში უწევდა მუშაობა ეუთო/ოდირს საპარლამენტო არჩევნების დროს. პრაქტიკულად, ჩაკეტეს ოთახში, იყო სერიოზული ზეწოლა რამდენიმე სხვა მისიის მხრიდან, თუმცა თქვენ ნახეთ, რომ, საბოლოო ჯამში, ეუთო/ოდირმა გამოაქვეყნა დადებითი დასკვნა საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ეს ზეწოლა გაიზრდებოდა ამ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის. გახსოვთ, რომ პირდაპირ თავს ესხმოდნენ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები და მათი უცხოელი პარტნიორები ეუთო/ოდირს, ხშირ შემთხვევაში, შეურაცხმყოფელი ტერმინებითაც მოიხსენიებდნენ ეუთო/ოდირის მისიას, ასეთ პირობებში რომ მოტივაცია შემცირებული ჰქონდა ეუთო/ოდირს საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ვერავის გაუკვირდება,“ – განაცხადა პრემიერმა.
Next: ვიზალიბერალიზაციის საკითხი შანტაჟის თემაა, საჯილდაო ქვად აქციეს ეს თემა. არ არსებობს არანაირი საფუძველი იმისა, რომ უვიზო მიმოსვლის შეჩერების საკითხი დადგეს დღის წესრიგში

ასევე დაგაინტერესებთ

ჩვენ პრაგმატული პოლიტიკა უნდა ვაწარმოოთ ყველა მიმართულებით, როგორიც არ უნდა იყოს უხეში ინტერესები საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ, იქაც კი მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, დავიცვათ ჩვენი პოზიციები