არჩევნების გაყალბების საქმეზე ლონდა თოლორაია და ნათია მეზვრიშვილი გამოჰკითხეს

2024 წლის საპარლამენტო არჩევნების გაყალბების საქმეზე პროკურატურამ მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოჰკითხა კოალიცია „ჩემი ხმის“ წარმომადგენელი ლონდა თოლორაია და პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნათია მეზვრიშვილი.
„პროკურატურა იძიებს არა არჩევნების გაყალბების საქმეს, არამედ იძიებს, ცესკოს თხოვნით, არჩევნების არგაყალბების საქმეს. მივაწოდე მათ ინფორმაცია, როგორ ხდებოდა არჩევნების გაყალბება როგორც წინასაარჩევნო პერიოდში, ისე კენჭისყრის დღეს, რა სქემით მუშაობდა… ნების არსებობის შემთხვევაში არჩევნების გაყალბების დანახვა არის თვალსაჩინო“, – თქვა ლონდა თოლორაიამ.
მანვე აღნიშნა, რომ კოალიციას არჩევნების გაყალბების მტკიცებულებად აქვს ფოტო- და ვიდეომასალები, დამკვირვებლის მიერ მიწოდებული ინფორმაცია და ასევე ის საჩივრები, რომლებიც დაწერეს.
„ეს ადამიანები ეცდებიან ინდივიდუალური ფაქტები გამოიძიონ და არ შეხედონ ერთიან სურათს. დღეს დეტალურად ვისაუბრე, როგორ გაყალბდა არჩევნებამდე და შემდეგ რა მოხდა 26 ოქტომბერს“, – უთხრა ჟურნალისტებს გამოკითხვის დასრულების შემდეგ ნათია მეზვრიშვილმა.
ოპოზიციურმა პარტიებმა და საქართველოს პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნების შედეგი გაყალბებულად გამოაცხადეს, არ აღიარეს და მოითხოვეს ახალი , რომელსაც ჩაატარებს საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაცია. ამ არჩევნებზე მოსახლეობის 90-მა პროცენტმა ხმა ელექტრონული სისტემების გამოყენებით მისცა.
ცესკოს წინასწარი მონაცემებით, „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში რჩება მეოთხე ვადით.
საქართველოს პროკურატურამ საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე გამოძიება ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართვის საფუძველზე დაიწყო. ამ საქმეზე გამოკითხვაზე დაიბარეს პრეზიდენტიც, ოპოზიციონერი ლიდერებიც და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც.

ასევე დაგაინტერესებთ

ელენე ხოშტარია – რაც ანკარაში ითქვა, არის არა უბრალოდ განცხადებები, არამედ კონკრეტული გადაწყვეტილებები, რომლებიც უჩვეულოდ მოკლე ვადებშია დაგეგმილი – რუსეთს უნდოდა დაშლილი ევროპა და მიიღო ბევრად უფრო შეკრული

ზურაბ ჯაფარიძე – ე.წ. საბოტაჟის საქმეზე, სასამართლოში პოლიციელმა მე და ვაშაძეს დაგვადო ხელი, ვითომ „ჟეშტიკულაციით“ და სიტყვიერად, მოვუწოდებდით ხალხს: „მივაწვეთ“, სხვა არაფერი ახსოვს – რაც შეხება აუდიო-ჩანაწერს, არანაირი ფარული მიყურადება არაა

ლევან ლორთქიფანიძე – ყველა ხელისუფლება ახერხებდა, რომ გეოგრაფიის წყალობით საქართველო რეგიონში გადამწყვეტი ქვეყანა ყოფილიყო, „ოცნებამ“ კი მოახერხა ის, რომ აღარ ვართ მნიშვნელოვანი ქვეყანა – საქართველო თამაშგარე მდგომარეობაშია!

მონიტორინგის ფარგლებში იდენტიფიცირდა ძირითადად ქართული სახელის მქონე 1500-ზე მეტი ყალბი ანგარიში, ტროლი და ბოტი, რომლებიც გამოყენებული იქნა „იმედის“ მიერ გამოქვეყნებულ პოსტზე მოწონების რეაქციების გასაზრდელად