„არჩევნებთან დაკავშირებული ყველა შეტყობინება დარღვევების თაობაზე დაუყოვნებლივ გამოძიებული და პასუხგაცემული უნდა იქნას” – მაკალისტერი

ევროპარლამენტარმა დევიდ მაკალისტერმა საქართველოში ჩატარებულ არჩევნებზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, არჩევნებზე შესაძლო დარღვევების შესახებ გაჟღერებული ბრალდებები გამოძიებულ უნდა იქნეს. ამის შესახებ მან 13 ნოემბერს, ევროპარლამენტში პლენარულ სესიაზე, დებატებისას განაცხადა.
მაკალისტერმა აღნიშნა, რომ ევროპულმა საბჭომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება გასულ წელს საჭირო რეფორმების გატარების პირობით გადაწყვიტა. მაკალისტერის შეფასებით, ეს იყო ისტორიული გადაწყვეტილება და უდიდესი შესაძლებლობა საქართველოს მთავრობისთვის, თუმცა როგორც მან თქვა, ბოლოდროინდელი მოვლენები შეშფოთებას იწვევს მთავრობის განზრახვების თაობაზე:
„სამწუხაროდ, საქართველოში განვითარებულმა ბოლოდროინდელმა მოვლენებმა სერიოზული შეშფოთება გამოიწვია ქვეყნის მიმართულების შესახებ და მთავრობის განზრახვებზე თბილისში. წინასაარჩევნო დაძაბული და პოლარიზებული გარემო, დარღვევების შესახებ ანგარიშები, მმართველი “ქართული ოცნების” პარტიის მიერ გავრცელებული მზარდად ავტორიტარული დღის წესრიგი.
ქართველებმა არაერთხელ აჩვენეს, რომ მათ დემოკრატიული საქართველოს სურთ ევროპული პერსპექტივით. ქართველებს არ სურთ იყვნენ ბატონი პუტინის ორბიტის ნაწილი. არჩევნებთან დაკავშირებული ყველა შეტყობინება დარღვევების თაობაზე დაუყოვნებლივ გამოძიებული და პასუხგაცემული უნდა იქნას. ეს ქართველი ხალხის ლეგიტიმური ევროპული მისწრაფებების ღალატს წარმოადგენს”, – განაცხადა მაკალისტერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ჯღარკავა: მაინტერესებს, სად არიან ღარიბაშვილის დანიშნული მინისტრები, მოადგილეები, მისი კანცელარიის თანამშრომლები, მის მიერ თანამდებობაზე დანიშნული ქალები, კაცები აქ გინახავთ მათი პოსტები და კომენტარები? მისი მხარდაჭერა?

ნიკო მანაგაძე: თბილისის საქალაქო სასამართლოს მივმართე სასარჩელო მოთხოვნით, რომელიც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას მიერ ტვ იმედის ეთერში, ჩემთან მიმართებაში გაჟღერებულ ცილისმწამებლურ ტყუილს