არჩევნებამდე დარჩენილია სულ რამდენიმე დღე და ვხედავთ, რომ ერთი პარტიის ლიდერი გერმანიაშია, მეორე პარტიის ლიდერი ბრიუსელშია, მესამე-მეოთხე ამერიკაში

არჩევნებამდე დარჩენილია სულ რამდენიმე დღე და ვხედავთ, რომ ერთი პარტიის ლიდერი გერმანიაშია, მეორე პარტიის ლიდერი ბრიუსელშია, მესამე-მეოთხე ამერიკაში
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი არჩევნებამდე ორი კვირით ადრე ოპოზიციის ლიდერების უცხოეთში ვიზიტებს გამოეხმაურა. მან აღნიშნა, რომ ოპოზიციის ლიდერები უცხოეთში მფარველებსა და დავალებების მიმცემებს ესაუბრებიან.
„არჩევნებამდე დარჩენილია სულ რამდენიმე დღე და ვხედავთ, რომ ერთი პარტიის ლიდერი გერმანიაშია, მეორე პარტიის ლიდერი ბრიუსელშია, მესამე-მეოთხე ამერიკაში, ვაშინგტონში არიან. ვხედავთ, ვის ხედავენ ისინი როგორც ჯგუფებს, ვისაც უნდა ესაუბრონ – არა ქართველ ხალხს, არამედ თავის უცხოელ მფარველებს და დავალებების მიმცემებს. ასე რომ ეს მათი მგზავრობაც ამ მხრივ უნდა აღვიქვათ”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
Next: 4 ოქტომბერს იქნება არჩევანი – გვინდა ვიცხოვროთ ჩვენი კულტურით, ტრადიციით, ჩვენი წესებით, თუ გვინდა ავყვეთ გარედან თავსმოხვეულ რადიკალიზმს და ექსტრემიზმს

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი: უნგრეთმა მსოფლიო პატივისცემა დაიმსახურა თავისი მეცნიერებით, მწერლებით, მუსიკოსებით, ინჟინრებითა და სახელმწიფო მოღვაწეებით, და არა იმიტომ, რომ ერთ დღეს გაუკუღმართებული ბუნების მქონე ადამიანების აღლუმის გამო