არქივი28 ნოემბერი, 2023, 08:48
„არქი მაიამი“ – ლიდერი დეველოპერული კომპანია აშშ-ში ახალ მულტიფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსს ააშენებს
ლიდერი დეველოპერული კომპანია „არქი“ საქართველოს საზღვრებს გასცდა – ის აშშ-ში, ფლორიდის შტატში, მაიამისთან, პომპანოს სანაპიროზე მულტიფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსს ააშენებს. პროექტი მოიცავს 100-მდე ბინას, სამუშაო, დასასვენებელ და სპორტულ სივრცეებს, ასევე, კომერციულ ფართსა და 129 ავტომობილზე გათვლილ ავტოსადგომს. „არქი მაიამი“ – ასე ეწოდება კომპანიის პირველ გლობალურ პროექტს და ის ამერიკულ დეველოპერულ კომპანია Elit Group-თან თანამშრომლობით განხორციელდება.
არქივის შესახებპირველწყარო: bm.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.