არქიმანდრიტი ილია ჯინჯოლავა: როდემდის ჩვენი სიბოროტე? როდემდის მონობა?!

არქიმანდრიტი ილია ჯინჯოლავა:
“ძალიან მძიმეა ამ კადრების ყურებაც, გაზიარებაც და ამაზე რამე ახლის თქმაც… გიკვირთ ვინმეს? სამწუხაროდ, რომ არა. ეს კადრები რომ რეალობის ზღვაში წვეთია ესეც კარგად ვიცით ყველამ, მაგრამ მაინც ხან დუმილით ვხვდებით, ხან მოძალადეთა ქებითა და მათთვის ჯილდოების გადაცემაში ტაშის კვრით, ძალაუფლების მქონე ხალხთან კიდე უფრო დაახლოებით და მრავალი მერკანტილური დამოკიდებულებით… რა დაგვემართა ასეთი ერს?
რამ დაგვაჩლუნგა ისე, რომ ძალადობაზე უარის თქმაც მტრობად შეგვირაცხავს და მოძალადეთა მხარეს დგომა კი გმირობად… საკმაო ხანია არაფერი დამიწერია, და არც ამით ვწერ რამე ახალს, მაგრამ როდემდის? როდემდის ჩვენი უგულობა, როდემდის ჩვენი სიბოროტე? როდემდის მონობა?!”