არქიმანდრიტი ილია თოლორაია: “რუს მილიციონერებს ამოფარებული ეს “ქართველი ვაჟკაცები” ქალებს სახეში ურტყამენ, ახრჩობენ და ამის შემხედვარე სხვა “ქართველი ვაჟკაცი” რომ დუმს

“რუს მილიციონერებს ამოფარებული ეს “ქართველი ვაჟკაცები” ქალებს სახეში ურტყამენ, ახრჩობენ და ამის შემხედვარე სხვა “ქართველი ვაჟკაცი” რომ დუმს – როგორ არ იხრჩობით ამ დუმილით? ასე რა გეშინიათ ამ რუსი ხელისუფლების? თუ მთავარია “კაცები” ძალით არ გაათხოვონ ევროპაში და ქალის ცემა არაფერია?! ასე დამცირებული და გაუბედურებული “ქართველი კაცი” ისტორიას არ ახსოვს”. – წერს Facebook-ზე არქიმანდრიტი ილია თოლორაია და ფოტოებს აქვეყნებს, სადაც მელიქიშვილზე გამართულ აქციაზე, კალაძის ტიტუშკების მიერ ქალებზე ძალადობაა ასახული.
მელიქიშვილის გამზირზე, სადაც კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან აქცია გაიმართა, შტაბიდან გამოსული ტიტუშკები პროტესტის მონაწილეებს თავს დაესხნენ

ასევე დაგაინტერესებთ

ვახო სანაია: დადგება დღე, ამ სტატუსს გავიხსენებთ – ზუსტად ისე, როგორც ბევრი სტატუსი გავიხსენეთ, ყველას რომ ყველაფერი აუხდა. არა იმიტომ, რომ წინასწარმეტყველები ვართ, არამედ იმიტომ, რომ არსებობს კანონზომიერება, არც ისე რთულად განსაჭვრეტი