არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი სინდისის პატიმრებზე: საქართველოსთან ერთად არიან დატყვევებულები და მჯერა რომ საქართველოსთან ერთად გათავისუფლდებიან (ვიდეო)

“საქართველოსთან ერთად არიან დატყვევებულები და მჯერა რომ საქართველოსთან ერთად გათავისუფლდებიან” – განაცხადა არქიმანდრიტმა დოროთე ყურაშვილმა სინდისის პატიმრებზე.

მისი განცხადებით, ევროპული მომავლის მცველების სახელები “უკვე ჩაწერილია ქართველი მამულიშვილების სიაში”. 

არქიმანდრიტი აღნიშნავს, რომ განსაცდელის დროს ადამიანი აზროვნებას იწყებს და მადლობას უხდის ღმერთს, რომ ასეთი ბიჭები გამოარჩია და მათ თავს მთელ სამყაროს აჩვენებს.

ვინც უყურებს, შეადარონ და ნახონ, როგორი ბიჭები ზიან, როგორი გმირები ზიან და როგორი მამულიშვილები. მე მაგათ ვეტყოდი, რომ ისინი უკვე არიან გმირები და საქართველოსთვის თავდადებულები, მაგრამ მალე გამოსვლას ვუსურვებდი. არ იფიქრონ, რომ ისინი იმდენ ხანს იქნებიან ტყვეები, რამდენ ხანს საქართველო იქნება დატყვევებული. საქართველოსთან ერთად არიან დატყვევებულები და საქართველო გათავისუფლდება, მე მჯერა ამისი და საქართველოსთან ერთად ისინიც გათავისუფლდებიან. მათი სახელები უკვე ჩაწერილია ქართველი მამულიშვილების სიაში და ვულოცავ მათ ამას. 

ეს განსაცდელი არაფერი არ არის, განსაცდელის დროს იქმნება ადამიანი, ქრისტიანობა ასეთია, განსაცდელის დროს აზროვნებას იწყებს ადამიანი და მადლობა ღმერთს, რომ ასეთი ბიჭები გამოარჩია. მთელ სამყაროს აჩვენებს. იმიტომ, რომ ცოტა სირცხვილში ვართ ქართველები, ჩვენი მთავრობის შემყურე მთელი მსოფლიოს წინაშე შერცხვენილები ვართ, არ ვართ კარგ მდგომარეობაში. ამ ბიჭების სიმტკიცე, მზიას სიმტკიცე, ქალის სიმტკიცე ცოტა ნამუსს-სინდისს გვრეცხავს,” – განაცხადა მამა დოროთე ყურაშვილმა. 

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კახიშვილი: პენსია ადამიანს თვის დაახლოებით 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს. 6 ან 7 დღეს 30 დღიდან. და ეს იმ გაანგარიშებით, რომელშიც ბინის ქირა საერთოდ არ შედის. დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?

არასამთავრობოების განცხადება: მოვითხოვთ ხელისუფლებისგან დაუყოვნებლივ, ეფექტიან და სრულყოფილ რეაგირებას რუსთავის №6 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის, და მისი ოჯახის წევრების მიერ გავრცელებულ მძიმე განცხადებებზე