“არქივი მაგარი რამეა” – რას ახსენებს ნინო ლომჯარია სოზარ სუბარს?

ყოფილი სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია, სოციალურ ქსელში, წერს:
არქივი მაგარი რამეა. 2008 წლის 14 იანვარს, საპრეზიდენტო არჩევნებიდან 10 დღის შემდგომ ომბუდსმენმა სოზარ სუბარმა ღია წერილით მიმართა მიხეილ სააკაშვილს და მას პრეზიდენტად არჩევა მიულოცა. ერთი დღის შემდეგ კი პირადად შეხვდა მას. მიუხედავად იმისა, რომ სუბარი ამ წერილში სააკაშვილს მოუწოდებს დაუბრუნდეს ლიბერალურ დემოკრატიას, აქ მთავარი ამბავი ის იყო, რომ ომბუდსმენმა მისი არჩევის მილოცვით და პირადი შეხვედრით სააკაშვილს არჩევნების ლეგიტიმაცია გაუკეთა.
აქვე, იხილეთ “ოცნების” დეპუტატის ახლადშექმნილი საგამოძიებო კომისიის წევრის, თენგიზ შარმანაშვილის ბიოგრაფია, რომელიც ენმ-ის დროს სააკაშვილის საკონსტიტუციო კომისიის მდივანი, ცესკოს სპეციალისტი, გაეროს ექსპერტი და სომხეთში საქართველოს ელჩი იყო. ასეთი ხალხი გვეძახის დღეს ჩვენ “ნაცებს” და “უცხოეთის აგენტებს”.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე – 2012 წელს ბიძინა ივანიშვილმა ოპოზიციას ჩაუტარა ჭადრაკის პარტია და თავი რომ რაღაც ეგონათ, აჩვენა, ვინ იყო ნამდვილი გროსმაისტერი – 2012 წლის შემდეგ მიიღეს კიდევ 9 დამატებითი ჭადრაკის პარტია და ასე გაგრძელდება