არტანუჯის ციხეში აღმოჩენილი სამარხი, თურქი არქეოლოგების მტკიცებით, აშოტ I-ს ეკუთვნის

გავრცელებული ინფორმაციით, არქელოგებმა, რომლებიც თურქეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე არტანუჯის ციხეში მუშაობდნენ, წმინდა პეტრესა და პავლეს ეკლესიის ქვეშ აღმოაჩინეს საფლავი, რომელზეც ვარაუდობენ, რომ აშოტ I კურაპალატს ეკუთვნის.
არქეოლოგიური სამუშაოები თურქეთის კულტურისა და ტურიზმის სამინისტრო და ვან იუზუნჯუ ილის უნივერსიტეტის ხელმძღვანელობით ტარდება და ფოკუსირებულია ციხესიმაგრის შიდა ნაწილისა და წმინდა პეტრესა და პავლეს ეკლესიის შესწავლაზე.
სამუშაოების ხელმძღვანელის, დოქტორ ოსმან აითეკინის მიხედვით, არქეოლოგთა ჯგუფმა ეკლესიის ქვეშ მიაგნო ორი მეტრის სიგრძისა და 1.8 მეტრის სიგანის სამარხს, რომელშიც არ არის აღმოჩენილი ადამიანის ნეშტი ან ძვლების ნაწილები, თუმცა, მეცნიერის მტკიცებით, საფლავის ადგილმდებარეობა და აღწერილობა შეესაბამება ისტორიულ წყაროებში არსებულ ინფორმაციას.
“შუა საუკუნეების ქართული წყაროები აღნიშანვენ, რომ მეფე აშოტი ამ ეკლესიაშია დასაფლავებული. არქიტექტურული პოზიცია და საფლავის სტრუქტურა ზუსტად ემთხვევა ამ წყაროებს. მეცნიერულად, თურქეთის არქეოლოგიის სახელით ჩვენ შეგვიძლია დავადასტუროთ მეფე აშოტ I კურაპალატის დასაფლავების ადგილი” – ამბობს გათხრების ხელმძღვანელი, პროფესორი ოსმან აიტეკინი.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – თბილისის შემოვლითი გზა 2030 წელს დასრულდება, სამტრედიის ხიდი – 2028 წლისთვის, გრიგოლეთის დარჩენილი, 6 კმ-იანი მონაკვეთი – ზაფხულის ბოლომდე, ხოლო ქობულეთის დარჩენილი 3 კმ – 2026 წლის ბოლომდე

ირაკლი კობახიძე – თამამად შემიძლია განვაცხადო, რომ კორუფცია ხელისუფლების ზედა ეშელონებში აღმოფხვრილი და დამარცხებულია! შემიძლია შევთავაზო ოპონენტებს, წარმოადგინონ თუნდაც ერთი ფაქტი ბოლო ერთი წლის პერიოდიდან