„არსის“ დირექტორი – ბიზნესს, 2000-ზე მეტ კომპანიას, მათ შორის ჩვენს კომპანიასაც დაფიქსირებული გვაქვს, რომ მნიშვნელოვანია სასწრაფოდ დეესკალაცია – ამისთვის მოთხოვნილი გვაქვს ვადამდელი და პატიმრების გამოშვება

ბიზნესს, 2000-ზე მეტ კომპანიას, მათ შორის ჩვენს კომპანიასაც დაფიქსირებული გვაქვს, რომ მნიშვნელოვანია სასწრაფოდ დეესკალაცია – ამისთვის მოთხოვნილი გვაქვს ვადამდელი და პატიმრების გამოშვება, – ამის შესახებ „არსის“ დირექტორმა ბესო ორთოიძემ ჟურნალისტებთან პრემიერ-მინისტრთან შეხვედრამდე განაცხადა.
მისი თქმით, მოლოდინი აქვს, რომ ბიზნესსექტორი პრემიერისგან პასუხებს მიიღებს.
„ბიზნესს, 2000-ზე მეტ კომპანიას, მათ შორის ჩვენს კომპანიასაც დაფიქსირებული გვაქვს, რომ მნიშვნელოვანია სასწრაფოდ დეესკალაცია. ამისთვის მოთხოვნილი გვაქვს ვადამდელი არჩევნები და პატიმრების გამოშვება. მოვუსმენთ და ალბათ, მათგანაც მივიღებთ პასუხს“, – განაცხადა ბესო ორთოიძემ.
ცნობისთვის, მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრი, ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს ხვდება.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ იაკობიძე: რა უნდა გააკეთოს პასუხისმგებლიანმა სახელმწიფომ? უნდა შემცირდეს იმპორტდამოკიდებულება, ჩვენ გვჭირდება ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნა და გვჭირდება ინდუსტრიული განვითარება (ვიდეო)

“კობახიძის ფრთა დასავლეთში სახელდებული იყო როგორც პრორუსული და მოიაზრებდა კობახიძე-მდინარაძის ტანდემს. ამ ცვლილებით ბიძინა ივანიშვილი სიგნალს აძლევს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ…”