ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

"არსენალს" 14 ქულით სწორედ ამიტომ ჩამოვრჩებით" - არნე სლოტი

"არსენალს" 14 ქულით სწორედ ამიტომ ჩამოვრჩებით" - არნე სლოტი

პრემიერლიგის 21-ე ტურის ცენტრალურ მატჩში "არსენალმა" "ლივერპულს" უმასპინძლა, შეხვედრა ფრედ 0:0 დასრულდა. "მერსისაიდელების" თავკაცმა არნე სლოტმა მატჩის შემდეგ მედიასთან ისაუბრა.
ნიდერლანდელი სპეციალისტის თქმით, "ლივერპულმა" დაამტკიცა, რომ თამაში ნებისმიერი გუნდის წინააღმდეგ შეუძლია.
"კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ, რომ ნებისმიერ მეტოქესთან ღირსეულად თამაში შეგვიძლია. "მანჩესტერ სიტისთანაც" კარგად გამოვიყურებოდით და გოლიც გავიტანეთ, თუმცა მსაჯისა და VAR-ის სისტემის გარდა, ყველა დამეთანხმება, რომ იმ მომენტში გოლი უნდა ჩათვლილიყო.
რატომ ჩამოვრჩებით "არსენალს" 14 ქულით? ამაზე პასუხი აშკარაა. როცა მეტოქე დაბალი ბლოკით გვეთამაშება, პრობლემები გვექმნება", - განაცხადა სლოტმა.
ცნობისთვის, გუშინდელ შეხვედრაში "ლივერპულმა" კარში ზუსტად დარტყმა ვერ მოახერხა, რაც 2010 წლის შემდეგ პირველად მოხდა.
"არსენალი" 49 ქულით ლიდერია და მომდევნო მატჩს 11 იანვარს თასზე გასვლაზე "პორტსმუთთან" ჩაატარებს, ხოლო "ლივერპული" 35 ქულით მეოთხე პოზიციაზეა და 12 იანვარს თასზე "ბარნსლის" უმასპინძლებს.
"პერესი გაგაგდებს, ჩემი სიტყვები დაიმახსოვრე" - სიმეონესა და ვინისიუსის დაპირისპირება მატჩის დროს
"ლივერპულს" ტრანსფერი პირადად ჩაუშალა, ახლა კი იქ მწვრთნელად მიდის? - სლოტის შემცვლელად გლასნერი განიხილება
"დაკარგული ჯერ არაფერია. "ლივერპულმა" "მანჩესტერ სიტის მსგავსად უნდა იმოქმედოს" - ჯეიმი კარაგერმა მერსისაიდელებს რჩევა მისცა
სალაჰი “ლივერპულიდან” თითქმის წასულია - ინგლისური გრანდი მისი შემცვლელის დამატებას პსჟ-იდან შეეცდება
უსახური მატჩი "ემირეითსზე" - "არსენალმა" და "ლივერპულმა" ქულები გაიყვეს
"რა პრობლემა უნდა აღმოფხვრილიყო?" - არნე სლოტმა მოჰამედ სალაჰზე ისაუბრა
"არ მინდა, რომ წავიდეს" - სლოტმა სალაჰის გარშემო შექმნილ სიტუაციაზე ისაუბრა
ლიდერებმა სალაჰის მხარი დაიჭირეს - "ლივერპულის" ფეხბურთელები სლოტის გათავისუფლებას ითხოვენ

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 იანვარი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.