არქივი30 ივლისი, 2024, 00:39
"არსენალმა" იტალიის ნაკრების მცველი შეიძინა
"არსენალმა" "ბოლონიასგან" იტალიის ნაკრების 22 წლის მცველი რიკარდო კალაფიორი 45 მილიონ ევროდ შეიძინა.
ლონდონურმა კლუბმა კალაფიორის ხანგრძლივვადიანი კონტრაქტი გაუფორმა.
მან გასულ სეზონში "ბოლონიაში" 37 მატჩში 2 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა, ევრო 2024-ზე ჯგუფური ეტაპის სამივე შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, მერვედფინალი კი დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვა.
ადრე რიკარდო "რომას" რიგებში კონფერენს ლიგის გამარჯვებული გახდა.
არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.