არქივი21 დეკემბერი, 2023, 08:42
"არსენალი" ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე დუგლას ლუიზის დამატებას შეეცდება
ლონდონის "არსენალი" ზამთრის სატრანსფერო ფანჯარზე "ასტონ ვილას" ნახევარმცველის დუგლას ლუიზის შეძენას შეეცდება, ამის შესახებ ინფორმაციას ფაბრიციო რომანო ავრცელებს.
წყაროს ცნობით, ტრანსფერის ინიციატორი "მეთოფეთა" მთავარი მწვრთნელი მიკელ არტეტაა.
თავად ბრაზილიელი ნახევარმცველი "არსენალში" გადაბარგების წინააღმდეგი არაა, თუმცა "ვილანებს" 25 წლის ნახევარმცველის გასხვისება არ სურთ.
ტრანსფერის სავარაუდო ღირებულებად 60 მილიონი ევრო სახელდება.
არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.