ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

არსებულ პირობებში, ავსტრია, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას არ დათანხმდება - ავსტრიის კანცლერი

არსებულ პირობებში ავსტრია უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას არ დათანხმდება - ამის შესახებ ავსტრიის კანცლერმა განაცხადა. კარლ ნეჰამერის განმარტებით, ბოსნია და ჰერცეგოვინასთან შედარებით უკრაინის მიმართ ფავორიტიზმი არ უნდა არსებობდეს.
"არსებულ პირობებში, ავსტრია უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას არ დათანხმდება. უკრაინას ბოსნია და ჰერცეგოვინასთან შედარებით უპირატესობა არ უნდა ჰქონდეს, რომელიც, ასევე, გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებს", - განაცხადა ავსტრიის კანცლერმა.
ნეჰამერმა აღნიშნა, რომ ავსტრიის მთავრობა, უკრაინის და მოლდოვის შემთხვევაში, ევროკავშირში გაწევრიანების დაჩქარებულ პროცედურას ეწინააღმდეგება.

არქივის შესახებპირველწყარო: rustavi2.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.