ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

"არსებული პოლიტიკური პარტიები არ გამოხატავენ საზოგადოების ინტერესებს... ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი თავი გააიგივა ბევრ ოპოზიციურ პარტიასთან" | ნიკა მელია

"არსებული პოლიტიკური პარტიები არ გამოხატავენ საზოგადოების ინტერესებს... ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი თავი გააიგივა ბევრ ოპოზიციურ პარტიასთან" | ნიკა მელია
"არსებული პოლიტიკური პარტიები არ გამოხატავენ საზოგადოების ინტერესებს... ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი თავი გააიგივა ბევრ ოპოზიციურ პარტიასთან", - ამის შესახებ ნიკა მელია საუბრობს და NDI-ის კვლევეს შედეგებს ეხმაურება.
"დიდ ნაწილს საზოგადოებისას, დაკარგული აქვს ნდობა არსებული პოლიტიკური სუბიექტების მიმართ. ანუ, არსებული პოლიტიკური პარტიები არ გამოხატავენ მათ ინტერესებს. რატომ? ამას აქვს კონკრეტული მიზეზი. ვინაიდან, არც თუ ისე მცირე ნაწილმა ოპოზიციური პარტიებისა, მიიღო მანკიერი თამაშის წესები ბიძინა ივანიშვილის დაწესებული სტანდარტებიდან და ბიძინა ივანიშვილმა მოახერხა და საკუთარი თავი გააიგივა ბევრ ოპოზიციურ პარტიასთან. საზოგადოებას საკმარისია გაესაუბრო ქუჩაში, სხვადასხვა ქალაქში, ვინც დაგიდასტურებს, რომ ფული პოლიტიკაში მათ არ აინტერესებთ. მათ აინტერესებთ, ხალხის ინტერესი ასახოს პოლიტიკოსმა და პოლიტიკოსთა ჯგუფებმა", - ამბობს ნიკა მელია.

არქივის შესახებპირველწყარო: mtavari.tv ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.