არქივი10 მარტი, 2025, 21:51
არსებული ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე ორი პირი დააკავეს

არსებული ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ რუსთაველის გამზირზე ორი ადამიანი დააკავეს.
როგორც თვითმხილველები აცხადებენ, სამართალდამცველებმა თაბუკაშვილისა და ჭანტურიას კვეთაზე ორი პირი იმ დროს დააკავეს, როდესაც საპროტესტო აქცია იწყებოდა.
გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულია ქალი და მამაკაცი.
“ინტერპრესნიუსი” მომხდარის დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში არკვევს.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.