არსებული ინფორმაციით, მარნეულის 69-ე უბანზე ერთ პირს ფიზიკურად გაუსწორდნენ

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური სოციალურ ქსელში აქვეყნებს ვიდეოს, სადაც ჩანს, რომ მარნეულის 69-ე უბანზე დარღვევაა.
კერძოდ, ვიდეოში ჩანს, პირი როგორ ყრის რამდენიმე ბიულეტენს საარჩევნო ყუთში.
ამასთან, „საქართველოს ევროპული ორბიტის“ დამფუძნებლის, ნინო ლომჯარიას ცნობით, პირს, რომელიც ბიულეტენების ჩაყრის კადრს იღებდა, ფიზიკურად გაუსწორდნენ.
„მარნეულის 69-ე უბანზე ჩვენ დამკვირვებელს ფიზიკურად გაუსწორდნენ, როდესაც ის ბიულეტენების ჩაყრის აღნიშნულ კადრს იღებდა“, – წერს ლომჯარია.

ასევე დაგაინტერესებთ

ეკა გიგაური: დღეს კობახიძემ რომ მოინდომოს, შესაძლოა, ბიძინაც კი მოიცილოს და „ქართულ ოცნებაში“ მისთვის წინააღმდეგობის გაწევა ვერავინ გაბედოს. ამიტომ გარკვეული დროის შემდეგ კობახიძის მოცილება სრულიად ლოგიკური ნაბიჯი იქნება, თუ მან თავად არ დაასწრო