არქივი19 სექტემბერი, 2024, 09:08
არსებული ინფორმაციით, კესარია აბრამიძის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დაკავებულია

არსებული ინფორმაციით, ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის მკვლელობის ფაქტზე მამაკაცი დააკავეს.
აღნიშნულზე შინაგან საქმეთა სამინისტროში ოფიციალური კომენტარი ჯერჯერობით არ კეთდება.
შეგახსენებთ, რომ თბილისში ტრანსგენდერი ქალი, კესარია აბრამიძე გუშინ მოკლეს. შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. არსებული ინფორმაციით, ტრანსგენდერ ქალს სასიკვდილო ჭრილობები ყელის არეში ცივი იარაღით აქვს მიყენებული.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.